ვადამდელი არჩევნები არ იქნება - პრემიერი  

26 აგვისტო 2021, 16:17 1214 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს. 

''საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნდობის მანდატი დაგვიტოვა ჩვენ, ''ქართულ ოცნებას''. საპარლამენტო არჩევნები იმართება 4 წელიწადში ერთხელ და ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული. ყველა მოქალაქე არის ვალდებული დაემორჩილოს კონსტიტუციას და მთავარ კანონს. კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

თვითმმართველობის არჩევნები არის  რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. მომდევნო სამი წელი იქნება სტაბილურობის, განვითარების და წინსვლის წელი'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში