24 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. იგი ბათუმის სამშობიარო სახლიდან გადაიყვანეს ქუთაისში.
კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა ქალი 35 კვირის ორსული იყო. კოვიდ 19-ის გამო საქართველოში კიდევ ერთი ახალგაზრდა, 24 წლის ბიჭიც გარდაიცვალა.
სულ ბოლო 24 საათში 79 ჩვენი მოქალაქე იმსხვერპლა კორონავირუსმა.
სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა. მხოლოდ აგვისტოში 1200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კოვიდინფექციამ.