,,ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ ჩატარებული საკუთარი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს 4 ქალაქში, რუსთავში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა 6-დან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, კვლევამ აჩვენა, რომ ,,ქართული ოცნება“ აღნიშნულ ქალაქებში ვერ სცდება 35%-ს.
რუსთავსა და თელავში კი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ. ბრიფინგზე გიორგი ხვედელიანმა კვლევის ჩაშლილი მონაცემები წარადგინა.