პრეზიდენტის მხრიდან სხდომის დანიშვნაზე უარის თქმის, საკონსტიტუციო სასამართლოში წაღებული სარჩელებისა და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ხვალ პარლამენტი დღის წესრიგით გაწერილი გეგმით მუშაობას დაიწყებს.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტების ყოფნა არ ყოფნა საკანონმდებლო ორგანოში არაფერს წყვეტს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო საკითხებზე მუშაობას პარლამენტი მათ გარეშე გააგრძელებს.