"დიდი შვიდეულის“ განცხადება ავღანეთის მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობაზე

25 აგვისტო 2021, 10:40 625 ნახვა

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების განცხადებით, ავღანეთში მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა ექნება მას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართ. ვირტუალური სამიტის შემდეგ, „დიდი შვიდეულის“ წევრები ავღანეთთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ "თალიბანი" პასუხისმგებელი იქნება ტერორიზმის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებზე, ადამიანის განსაკუთრებით ქალების, გოგონების და უმცირესობების უფლებებზე და ავღანეთში ინკლუზიური პოლიტიკური გამოსავლის განხორციელებაზე- ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან, რომ ავღანეთი აღარასოდეს უნდა იქცეს ტერორიზმის უსაფრთხო თავშესაფრად და არც სხვებზე ტერორისტული თავდასხმების წყაროდ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში