ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმსა და ქუთაისში საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა არ არსებობს.
თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია.
''8000 საწოლი მისი ადამიანური რესურსით არის გარკვეულწილად ის შესაძლებლობა, რაც შეიძლება გამოვძბნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია და კლინიკები კიდევ ცდილობენ მობილიზებას. იმ ხარჯზე რომ შეჩერებულია გეგმიური ჩარევები, ესეც იძლევა ადამიანური რესურსის კოვიდის მიზნებისთვის გადმომისამართების შესაძლებლობას.
რაც შეეხება დამატებითი სივრცეების მობილიზებას. გეგმის მიხედვით არის გარკვეული მოსაზრება, რომ ეს იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერ-ჯერობით დიდ ქალაქებში ხდება დამატებითი ჰოსპიტლების ჩართა და იმის აუცილებლობა, რომ სარეზერვო სივრცე გაიხსნას დღეს და ხვალ არ არსებობს. თუმცა თუ ამის საჭიროება იქნება ისევ კლინიკებთან ახლოს ექიმების გადანაწილების ხარჯზე შეიქმნება'' - განაცხადა გაბუნიამ.