ისრაელმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა. მათი განმარტებით, ავიაიერიში ისრაელის ტერიტორიისკენ ხანძრის გამჩენი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განახორციელეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ „ჰამასის“ კუთვნილი იარაღის საწარმო, რაკეტის გასაშვები ადგილი და გვირაბის შესასვლელი დაბომბეს.