დიდი შვიდეულის ლიდერები ავღანეთის საკითხზე საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მოლაპარაკებები ონლაინფორმატში ხვალ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაავრცელა.
„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ერთად იმუშაოს ავღანეთიდან უსაფრთხო ევაკუაციის, ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილებისა და ავღანელი ხალხის მხარდასაჭერად, რათა ბოლო 20 წლის მიღწევები განმტკიცდეს“, – აცხადებს ჯონსონი. ამჟამად დიდი ბრიტანეთი დიდი შვიდეულის ჯგუფის თავმჯდომარეა.