საქართველოში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი

23 აგვისტო 2021, 10:40 1824 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 5200.

კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 56 753-ია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჯამში 979 813​ აცრა ჩატარდა. 22 აგვისტოს აიცრა 17 670 პირი.

​კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,8 პროცენტს შეადგენს. დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 10,29 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,94 პროცენტი.

 ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი