ბათუმში მშენებარე კორპუსს საიდანაც ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა შრომის ინსპექციამ სამუშაო პროცესი შეუჩერა. სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მაია მიქაიას თქმით, დაწყებულია მოკვლევა იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. ცნობისთვის, დღეს ფიროსმანის ქუჩაზე ნაგებობიდან 30 წლამდე ახალგაზრდა გადმოვარდა და გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა სარეკლამო ეკრანის დამონტაჟების დროს ჩამოვარდა. რატომ ამონტაჟებდა აიტის სპეციალისტი სარეკლამო ეკრანს მაღალსართულიან შენობაზე? ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს თუმცა, როგორც იურისტი განმარტავს ეს დასაქმებულის მოვალეობაში არ შედიოდა. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.