დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ჯამში 938 ათას 705 აცრა ჩატარდა. ბოლო 24 საათში 28 555 ადამიანი აიცრა.
21 აგვისტოს მონაცემებით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 661 ათას 788 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.2%. სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 9.7%. რაც შეეხება აჭარას დილის მონაცემებით ჯამში ჩატარებულია 111 ათას 941 დოზა ვაქცინა.