აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთიდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია რისკის შემცველია.მისი თქმით, ავღანეთიდან გაიყვანენ ყველა ამერიკელს, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება სურს.
აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედროები იგივე ვალდებულებას გამოიჩენენ 50-65 000 ავღანელი მოკავშირის მიმართაც, რომელთაც ავღანეთის დატოვების იმედი აქვთ, თუმცა დასძინა, რომ პრიორიტეტი ამერიკელი მოქალაქეების ევაკუაცია იქნება.