სამწუხაროდ, ბევრი ჩემი კოლეგა არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრებს, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ ორსულებს „ფაიზერით“ ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
"ბევრი ჩემი კოლეგა სამწუხაროდ, არ ურჩევდა და არ ურჩევს ორსულებს აცრებს, არადა აუცილებელია, რომ ორსულები აიცრან. დღეს არის „ფაიზერის“ შესაბამისი მარაგი, რომ ისინი აიცრან. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, რადგან აცრა იცავს მათ.
ორსულობისას მომატებული რისკია ყოველგვარი ინფექციური დაავადების და მათ შორის კოვიდისაც. იცით, რომ გრიპზე ორსულთა აცრა აუცილებელია და ჩვენ მაქსიმალურად ვცრით. აუცილებელია, რომ ისინი აიცრან, ამ შემთხვევაში, „ფაიზერით“ და მინდა მოვუწოდო ორსულ ქალბატონებს, რომ აუცილებელია მათი აცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.