გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 99% ,,დელტა” შტამზე მოდის

20 აგვისტო 2021, 11:49 675 ნახვა

აშკარაა, რომ გერმანიაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო,- „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის დაავადების კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს, რობერტ კოხის ინსტიტუტის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, „პისიარ“ ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 6%-ია, რაც წინა კვირასთან შედარებით 2%-ით მეტია.

ავადობის კოეფიციენტი კი შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 44-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყანაში გამოვლენილი დაინფიცირების შემთხვევების 99% „დელტა“ ვარიანტზე მოდის.

გაიზარდა დაინფიცირების მაჩვენებელი ახალგაზრდებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი