აშშ-ში იმედი აქვთ, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდება

20 აგვისტო 2021, 10:47 447 ნახვა

აშშ-ში იმედი აქვთ, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი 31 აგვისტოს დასრულდება. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია „სიბიეს“-თან ინტერვიუში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.  

„პრეზიდენტს სურს, რომ ყველა ამერიკელმა, რომელსაც უნდა ავღანეთის დატოვება, ქვეყნიდან გასვლა უნდა შეძლოს“, – განაცხადა ჯეიკ   სალივანმა.

მისივე განცხადებით, ამერიკელების ევაკუაციის პროცესი ბევრ რისკს მოიცავს და ერთ-ერთი მათგანი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწფოს“ მხრიდან ავღანეთში ტერაქტების განხორციელების საფრთხეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში