ავღანეთში თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია. ,,ჩვენ არ გვსურს რაიმე პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან. ჩვენ გვაქვს უფლება საკუთარი რელიგიური პრინციპების მიხედვით ვიმოქმედოთ“ - ეს განცხადება „თალიბანის“ პრესსპიკერს ეკუთვნის.
ზაბიულა მუჯაჰიდის თქმით, თალიბებს „მოუწიათ ქაბულში შესვლა, რადგან ავღანეთის ხელისუფლება არაკომპეტენტური აღმოჩნდა და დედაქალაქში უსაფრთხოებას ვერ იცავდა“.