ილონ მასკის კომპანია SpaceX საქართველოს განიხილავს ერთ-ერთ საპილოტო ქვეყნად, რომელსაც თანამგზავრული ინტერნეტი მიეწოდება. 16 საპილოტე ქვეყანა უკვე სიაშია, საუბარია, რომ სწორედ საქართველო იქნება მე 17-ე ქვეყანა, რომელიც მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს, რომელზეც წვდომა ქვეყნის ნებისმიერ წერტილში უწყვეტად და შეფერხების გარეშე იქნება შესაძლებელი.
SpaceX-მა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით უკვე დაიწყო ოფიციალური პროცედურები საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად.