დიღმის შემდეგ საველე ჰოსპიტალი სამგორშიც მოეწყო

17 აგვისტო 2021, 18:05 694 ნახვა

პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის ძალები  კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთვნენ. სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით, ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში საველე ჰოსპიტლები მოეწყო.  თავდაცვის სამინისტრომ ასეულობით საწოლი გადასცა ჯანდაცვის სამინისტროს.

შეიქმნა  მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებამდე მისვლას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი