ევაკუაცია ავღანეთიდან

16 აგვისტო 2021, 20:05 1484 ნახვა

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პუნქტიდან აეროპორტამდე მიყვანა თურქეთის დახმარებით უნდა მოხდეს. საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ მინისტრი თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსთან მუდმივ კონტაქტზეა.

საქართველოს მოქალაქეები, კანადურ და ამერიკულ კომპანიებში მუშაობდნენ. ქაბულის აეროპორტში ქაოსია. მოსახლეობა ქალაქიდან გაღწევას ცდილობს. ავღანეთს "თალიბანი" აკონტროლებს. თალიბებმა პრეზიდენტის სასახლეც დაიკავეს. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა და განმარტა, რომ ასე სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად მოიქცა.

ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი