ბათუმში, ქედასა და ხულოში ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრების მშენებლობა იწყება - თორნიკე რიჟვაძე

14 აგვისტო 2021, 15:55 1940 ნახვა

ბათუმისა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მაღალი გამავლობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაეცა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში იმყოფებოდნენ, ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ და მათი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონულ სამსახურს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული, მაღალი გამავლობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაეცა.

თანამედროვე და კეთილმოწყობილ პირობებში მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, ბათუმში, ხულოსა და ქედაში დაგეგმილია ახალი სასწრაფო დახმარების ოფისების მშენებლობა.

„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, ჩვენი დროის გმირებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში კორონასთან ბრძოლაში არიან ფრონტის წამყვან ხაზზე.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით მოხდება ბათუმში, ქედასა და ხულოში ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრების მშენებლობა“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი