წყალდიდობა თურქეთში

14 აგვისტო 2021, 13:07 7502 ნახვა

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, - თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას კასთამონუს პროვინციაში 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 ადამიანი დაიღუპა სინოპში.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ტერიტორიები თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოინახულა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. თურქეთის შავი ზღვის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ოთხშაბათიდან ებრძვიან. გუშინ, პრეზიდენტმა სამი პროვინცია: სინოპი, კასთამონი და ბართინი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი