"ნაციონალური მოძრაობა" ბეშუმში კოვიდ ამბულატორიების გახსნასა და ვაქცინაციის პროცესში მოიალაღეების ჩართვას ითხოვს.
ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით, იალაღებზე მყოფი მემთეურები ვაქცინაციის პროცესში ვერ ერთვებიან, საკურორტო ზონაში არც ტესტირება ხდება.
ხელისუფლების ოპონენტები მოსახლეობის ინფორმირებულობის აუცილებლობაზეც საუბრობენ. საკითხთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან კომენტარს ველოდებით.