თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

13 აგვისტო 2021, 13:52 1239 ნახვა

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, ერთ დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობა და მეწყერი კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია.

სტიქიამ დააზარალა ბართინის, კასთამონუს, სინოპისა და სამსუნის პროვინციები, სადაც დაინგრა სახლები და ხიდები, წყალმა წაიღო ავტომობილები. შენობების სახურავებზე ასული ადამიანების გადასარჩენად კი ვერტმფრენების გამოყენება გახდა საჭირო.

ყველაზე მეტი, 15 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას კასთამონუში, მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს სინოპში, ერთი ადამიანი დაიღუპა ბართინში.

ამასთან, ბართინის პროვინციაში ხიდის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც მინიმუმ 13 ადამიანი დაშავდა. სტიქიისგან დაზარალებული ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ჩაიკეტა სოფლების გზები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი