ისრაელი შეზღუდვებს ამკაცრებს

12 აგვისტო 2021, 18:03 4062 ნახვა

"დელტა" შტამის გავრცელების შეკავების მიზნით ისრაელმა ახალი შეზღუდვები დაამტკიცა.  საცურაო აუზებში, სპორტდარბაზებში, კინოთეარტებსა და მსხვილ სავაჭრო ცენტრებში  მხოლოდ  ვაქცინირებულ  ადამიანებს  დაუშვებენ. 

გამონაკლისი მხოლოდ 3 წლამდე ბავშვებია.  3-დან 12 წლამდე ბავშვებს შესასვლელთან ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა მოუწევთ, რომლის გაკეთებაც უფასოა. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ საფუძვლიანი მიზეზი, არ გაიარონ ვაქცინაცია, სწრაფი ტესტის საფასურის გადახდა მოუწევთ. ეს რეგულაცია 18 აგვისტოდან ამოქმედდება.  შეზღუდვები დაწესებულია მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე. შენობაში, სადაც დასაჯდომი ადგილები არ არის, ათასამდე ადამიანს შეუძლია ყოფნა, გარეთ - 5 ათასამდე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი