ქვეყანაში ორსულთა ინფიცირების მაღალ მაჩვენებელზე ისაუბრა ღუდუშაურის კლინიკის პერენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა. ასევე კლინიკების გადატვირთულობასა და საველე ჰოსპიტლების მოწყობას გამოეხმაურა. ის ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ბათუმის სამშობიარო სახლში 36 ორსული ებრძვის კორონავირუსს. მათგან 4-ის მდგომარეობა საყურადღებოა. საწოლფონდი სრულად შევსებულია. აქვე გეტყვით, სამშობიარო სახლს რეანიმაციული განყოფილება არ გააჩნია.