დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს ქვეყანაში 120 -130 ათასი "ფაიზერის" ვაქცინა არის პირველი დოზებისთვის, რომლებიც ჯერ დაჯავშნილი არ არის.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს იაქტიურონ, დაჯავშნონ და აიცრან, მათ შორის ორსულ ქალებს, რომ არ გვქონდეს სავალალო შედეგი.
მისივე თქმთ, მესამე დღეა, რაც „ფაიზერის“ მეორე დოზის სარეგისტრაციო ბმული გაიხსნა და ჯამში, როგორც პირველ, ისე მეორე დოზაზე, 170 000-მდე ადამიანი არის ჩაწერილი. მისი ცნობით, აღნიშნული ჯავშანი „ფაიზერის“ ვაქცინაზე 15 სექტემბრამდე იქნება გახსნილი.