NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% დადებითად, 9% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.
რაც შეეხება კითხვას, როგორ უმკლავდება მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 53% დადებითად აფასებს, ხოლო უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 37%. გამოკითხულთა 47% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა, ხოლო 35% აიცრებოდა. 7% აცხადებს, რომ უკვე აიცრა, 11% - მა არ იცის.
რაც შეეხება კითხვას, რატომ არ აიცრებოდით, გამოკითხულთა 47% მიზეზად ასახელებს, რომ არ ენდობა კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს, 20% - ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო, 13% - ფიქრობს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდებიან კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 7% აცხადებს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს, 2% - ვაქცინაციის წინააღმდეგია. კვლევის მიხედვით, 42%- მა იცის თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ონლაინ პლატფორმაზე, გამოკითხულთა 56% კი აცხადებს, რომ არ იცის.