რესტორან "ერაში" აკრძალული ღონისძიება იმართება

11 აგვისტო 2021, 22:35 6589 ნახვა

ამ წუთებში რესტორან "ერაში" აკრძალული ღონისძიება, სავარაუდოდ ქორწილი იმართება.

აჭარის მაუწყებლის გადამღებმა ჯგუფმა ობიექტის შიდა ტერიტორიაზე შესვლა სცადა, თუმცა დაცვის პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

სარიტუალო დარბაზის ადმინისტრაცია და წვეულებიდან გამოსული პირები კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ. 

ამ დროისთვის რესტორანში, სადაც სოციალური ღონისძიება მიმდინარეობს, მაკონტროლებელი უწყების წარმომადგენლები არ იმყოფებიან.

არსებული ობიექტი აკრძალული ღონისძიებების გამართვის გამო, შრომის ინსპექციის სამსახურმა 2-ჯერ უკვე დააჯარიმა. კანონმდებლობის მიხედვით, კიდევ ერთი დარღვევის შემთხვევაში, პროცედურა ობიექტის დალუქვას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი