სანამ კოვიდით ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდეს - ბიძინა კულუმბეგოვი

10 აგვისტო 2021, 22:01 2324 ნახვა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ქვეყანაში გარდაცვლილთა მაღალი მაჩვენებლის გამო გლოვის დღეები უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ ინფორმაციას კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"მომხრე ვარ სანამ კოვიდით ყოველდღე ამდენი ადამიანი იღუპება ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდეს! ეს ავტომატურად გამორიცხავს დაუსრულებელ ტაშ-ფანდურს და კონცერტომანიას!", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი