გართულებული ეპიდვითარება - კორონავირუსის წლის რეკორდი

10 აგვისტო 2021, 18:20 909 ნახვა

100 ათას მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ისევ პირველ ადგილზეა, გარდაცვალების ნიშნულით კი მეოთხეზე.კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში 12%-ს აჭარბებს, წლის ყველაზე მეტი კოვიდ შემთხვევა სწორედ დღეს დადასტურდა 5 697, აქედან აჭარაში 678,  რეგიონი თბილისის შემდეგ კვლავ მე-2 ადგილს იკავებს. ქვეყანაში გარდაიცვალა 54 პაციენტი, აჭარაში 7. 

მედიკოსები მოქალაქეებს დისტანციის დაცვის, პირბადის გამოყენებისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.გართულებული ეპიდვითარების ფონზე აჭარაში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი 11%-ს აჭარბებს. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის განცხადებით, აჭარაში ეპიდვითარება დაძაბულია და ამას ინფიცირებულთა რიცხვიც აჩვენებს. რეგიონში აქტიურად მუშაობენ საწოლფონდის დამატებაზე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში