ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ხანძარია

10 აგვისტო 2021, 17:46 4658 ნახვა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა. 

ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. 

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. 

დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ადგილზეა სასწრაფო სამედიცინო სამსახური.

განახლება: 18:20 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილას  9 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში