რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ინიციატივით გამოდის აცრილი კლიენტებისთვის შეღავათები დაწესდეს

10 აგვისტო 2021, 13:18 2907 ნახვა

რესტორატორთა ასოციაციის  ხელმძღვანელი ინიციატივით გამოდის, აცრილი კლიენტებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს. 

შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მის საკუთრებაში არსებულ რესტორანში ვაქცინირებული ადამიანები მომსახურებაზე ფასდაკლებას მიიღებენ. კვების ობიექტში შესვლისას ადამიანმა აცრის საბუთი უნდა წარადგინოს.

„ვაქცინარება არის გადარჩენის ერთადერთი საშუალება. მე პირადად, ადამიანები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და სტუმრები არიან, ჩემს საკუთრებაში არსებულ რესტორნებში მიიღებენ მომსახურებაზე ფასდაკლებას, თანამშრომლები კი, ხელფასის სახით დანამატს. ეს არ არის არავაქცინირებულების რაიმე კუთხით შეზღუდვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ რესტორანში არ მივიღებთ ან ხელფასი არ ექნებათ, უბრალოდ ვაქცინირებულებისთვის გარკვეული ბენეფიტები იქნება. ყველა რესტორანი  გაახმოვანებს თავის სურვილს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, აუცილებელია გაუქმდეს ყველა ხალხმრავალი ღონისძიება და მოხდეს რეგულაციების მკაცრად აღსრულება. 

„ქვეყანაში გვაქვს უამრავი ქორწილი, ქელეხი და ფესტივალები, ასეთ ვითარებაში რეალურად სხვა მოლოდინი როგორ შეიძლება გვქონდეს. როდესაც 300 და 500 ადამიანი ერთად იკრიბება.  წარმოუდგენელია, რომ იქ ეპიდემია არ გავრცელდეს. 

პასუხისმგებელი არის სახელწიფო. ის რომ ადმინისტრირება არ ხდებოდა და ამას სულ ვამბობდი. რეგულაციის აღსრულებაა საჭირო. ჩემს კლიენტთან მისული დამკვეთი ამტკიცებდა, რომ ქორწილები ნებადართული იყო. 

ქვეყანაში გვაქვს ორი უკიდურესობა, მთლიანად გახსნილები ვართ, ან სულ ჩაკეტილები. ოქროს შუალედის მოძებნა გვიჭირს. საერთოდ არც კი დასჭირდება ვინმე შეზღუდვების გამოცხადება  ისეთ ვითარებაში ვიქნებით არსად  წასვლის სურვილი არ გვექნება'' - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

ინიციატივას უკვე მოყვა გამოხმაურება და რამდენიმე რესტორნის მფლობელმა უკვე გამოთქვა სურვილი ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეღავათები დააწესოს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი