ფინეთში 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. აცრის გაკეთება მათ კანონიერი მეურვეების თანხმობის გარეშეც შეუძლიათ.
მოზარდებს ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებით აცრიან. ვაქცინაცია, შესაძლოა, სკოლებშიც გაიმართოს.
კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებულებს შესაძლოა დამატებითი აცრა დასჭირდეთ. ამის შესახებ თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, ძლიერი იმუნური პასუხი არ ექნებათ და ვაქცინის ეფექტურობა დროთა განმავლობაში შემცირდება. ეს, უმეტესად, ხანდაზმულებს ეხება - აღნიშნა ფაუჩიმ.