ძლიერ ხანძარს ებრძვიან აშშ-სა და ესპანეთში

09 აგვისტო 2021, 09:41 502 ნახვა

ხანძარს ებრძვიან ამერიკაში. ჩრდილოეთ კალიფორნიაში 8 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ხანძრის მასშტაბი საკმაოდ დიდია. რამ გამოიწვია აალება ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.  ძლიერ ხანძარს ებრძვიან ესპანეთშიც.

ამ დროისთვის ევაკუირებულია 160  ოჯახი. ცეცხლმა დაახლოებით 500  ჰექტარზე მეტი ტყის მასივი და ბუჩქნარი გაანადგურა.

ქრობის პროცესში მეხანძრე მაშველებთან ერთად ჩართულია რამდენიმე ვერტმფრენიც. ხანძარი ესპანეთში 2 დღის წინ გაჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში