გორი დღეს - 13 წელი აგვისტოს ომიდან

08 აგვისტო 2021, 20:30 1191 ნახვა

დღეს გავიხსენებთ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ასე გამოიყურება დღეს, გორი. ქალაქი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომისას, მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო. რუსულმა ჭურვებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაანგრია, ჩამოშალა მე-7 საჯარო სკოლის კედელი.

დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები. რუსეთის სამხედრო ავიაციამ გორში ე.წ. "კასეტური ბომბები" გამოიყენა. საავიაციო იერიშისას ქალაქის ცენტრში მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, რადგან ქართველმა ჯარისკაცებმა გორი წინა დღეს დატოვეს. დაბომბვის შედეგად, 8 მოქალაქე დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა. კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა ჰოლანდიელი ოპერატორი სტან სტორიმანსიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი