აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნაში ვაქცინაციის პროცესი. საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
უწყების ინფორმაციით აჭარაში დასაქმებულთა 95% უკვე ვაქცინირებულია. ამ დროისთვის რეგისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია ფაიზერის, ასტრაზენეკას, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინა. დღის განმავლობაში საშუალოდ 23 ადამიანი იტარებს აცრას, ბოლო მონაცემებით ვაქცინირებულთა რაოდენობა 607 ათასს აღწევს.