საქართველო პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა - სააგენტო Fitch

07 აგვისტო 2021, 18:20 1075 ნახვა

სარეიტინგო სააგენტო  “Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურ“ დონემდე გააუმჯობესა. სააგენტომ კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

ამით საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას ასახელებს, რომლის საფუძველიც გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიუხედავად პანდემიით განპირობებული მნიშვნელოვანი ზიანისა, საქართველომ შეძლო საგარეო შოკთან კარგად გამკლავება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი