CNN-ის თანამშრომლები ვაქცინაციის გარეშე სამსახურში არ დაიშვებიან

06 აგვისტო 2021, 14:41 1015 ნახვა

ტელეკომპანია CNN-მა სამი თანამშრომელი სამსახურში ვაქცინაციის ჩატარების გარეშე მისვლის გამო გაათავისუფლა. 

ტელეკომპანიის  პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აწარმოებს ასეთ შემთხვევებში და თანამშრომლებისგან ვაქცინაციის გავლა მოითხოვა.

„ყველა, ვინც ახალ ამბებზე, სპორტის ამბებსა და სტუდიებში მუშაობს, აცრილი უნდა იყოს - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

ამიერიდან, ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენა CNN-ის ოფისში შესვლის პროცესის ფორმალური ნაწილი შეიძლება გახდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში