რუმინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

24 დეკემბერი 2024, 11:44 153 ნახვა

რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა მარჩელ ჩოლაკუს ახალი მთავრობა, რის შემდეგაც მინისტრებმა პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადეს. მანამდე სამმა პროევროპულმა პარტიამ, ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატებმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ლიბერალებმა და ეთნიკურმა უნგრულმა პარტიამ, კოალიციის დეტალები შეათანხმეს. ახალ მთავრობაში 16 მინისტრი იქნება.  ახალმა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების კალენდარი მას შემდეგ, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ კალინ ჯორჯესკუს კამპანიის გარშემო სკანდალის გამო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში