ჯანმო-ს ხელმძღვანელი მსოფლიოს აფრთხილებს

06 აგვისტო 2021, 14:07 747 ნახვა

კაცობრიობა "რეალური საფრთხის პერიოდში" შევიდა და კორონავირუსთან ბრძოლის ბევრი წინსვლა ამჟამად "ეროზიას განიცდის", - ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა  ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

ორგანიზაციის მონაცემებით, პანდემიის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსის 200 მილიონი შემთხვევა დადასტურდა. გებრეისუსის თქმით, ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს სოციალური კონტაქტების გაზრდა, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი სფეროს არათანმიმდევრული ზომები, ასევე "არათანაბარი ვაქცინაცია". 

მან ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 80%-ზე მეტი "მაღალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში წავიდა".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში