ჩინეთში კოვიდ-19-ის ახალი აფეთქების გამო ახალი სასწავლო წლის დაწყება შეიძლება გადაიდოს. მიმდინარე კვირას ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის რიგ რეგიონში ახალი საკარანტინო ზომები და შეზღუდვები გამოაცხადა. დღეის მდგომარეობით ჩინეთში 5 რაიონი მაღალი, ხოლო 168 საშუალო ეპიდემიური რისკის ქვეშ იმყოფება. ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ მაღალი და საშუალო ეპიდემიური რისკის ზონების შენარჩუნების შემთხვევაში სკოლებში სასწავლო პროცესი გადაიდება-აცხადებს განათლების მინისტრი. ჩინეთში კოვიდ-19-ის ახალი აფეთქება ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო.