,,ბერმუხას'' წევრები ''ფაიზერის'' ვაქცინით აიცრნენ 

05 აგვისტო 2021, 10:18 785 ნახვა

ანსამბლ "ბერმუხას“ წევრები Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ და თორმეტივე ქორეოგრაფი "ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა. "ბერმუხას" ყველაზე უხუცესი წევრი 98 წლის მუხამედ ირემაძეა, ხოლო ყველაზე უმცროსი 69 წლის თემურ აბულაძე. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უხუცესთა ვაქცინაცია ,,ევექსის'' ჰოსპიტლების - "ხულოს სამედიცინო ცენტრში" ჩატარდა.

ხულოში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის გასაფართოებლად ამბულატორიების დამატება იგეგმება. 

,,გაფართოვდა იმუნიზაციის პროცესი, მაღალმთიან აჭარაში უკვე დაწყებულია "ფაიზერით" ვაქცინაცია, ასევე მიმდინარეობს ,,სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“. მაგალითად ხულოში ყოველდღიური ჯავშნის რაოდენობა 100-მდეა. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია უფრო ინტენსიური ხასიათის გავხადოთ. დაახლოებით 3 000-მდე აცრა ადმინისტრირდება ყოველდღიურად ჩვენს რეგიონში, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს დღეებში, როგორც ხულოში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში, კერძოდ ქედასა და შუახევში ამბულატორიების დამატებას“,- აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში ვაქცინაცია მიმდინარეობს 20 სამედიცინო დაწესებულებაში და ბათუმის ორ მსხვილ სავაჭრო ცენტრში. ამ ეტაპისთვის ვაქცინირებულია 64 286 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი