8000 საწოლი არის ის რესურსი, რომელიც ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება გამოიყენოს კორონავირუსთან საბრძოლველად - თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 15:38 1006 ნახვა

თამარ გაბუნიას განცხადებით, განგაშის ნიშანი საკმაოდ მაღალი და აქტიურია ჩვენი ქვეყნისთვის.

მისივე განმარტებით, რაც არის კიდევ უფრო მეტად კრიტიკული დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაართმევს თავს ჰოსპიტალური სექტორი.

გაბუნია ამბობს, რომ 8000 საწოლი არის ის რესურსი, რომელიც ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება გამოიყენოს ამ კონკრეტული მიზნისთვის.

"ვფიქრობ ეს კვირა იქნება დამატებით დაკვირვებისთვის, რომ ამის შემდეგ უფრო მკაცრად დადგეს მობილობის შეზღუდვის საჭიროება"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი