ძლიერი ხანძარი ათენთან

04 აგვისტო 2021, 15:00 2446 ნახვა

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში არსებულ ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებს და მოუწოდებს, საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს დაემორჩილონ.

დიპლომატიური უწყება მოქალაქეებს შეახსენებს, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი –  699 - 577- 979 - 3. 

საბერძნეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი და სიცხე ართულებს. ბერძენი მეხანძრეები ქვეყნის დედაქალაქ ათენთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობენ. ცეცხლმა დასახლებულ ტერიტორიებამდე მიაღწია და საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა ათენის ჩრდილოეთით ათასობით ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს. მეხანძრეები კარდაკარ დადიან, რათა დარწმუნდნენ, რომ მოქალაქეებმა სახლები დატოვეს. 

ათენში 45 გრადუსი დაფიქსირდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, სიცხე მომავალი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი