ძლიერი ხანძარი ათენთან

04 აგვისტო 2021, 11:51 1159 ნახვა

საბერძნეთში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი და სიცხე ართულებს.  ბერძენი მეხანძრეები ქვეყნის დედაქალაქ ათენთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობენ.  ცეცხლმა დასახლებულ ტერიტორიებამდე მიაღწია და საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა ათენის ჩრდილოეთით ათასობით ადამიანის ევაკუაციის განკარგულება გასცეს.

მეხანძრეები კარდაკარ დადიან, რათა დარწმუნდნენ, რომ მოქალაქეებმა სახლები დატოვეს. საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებით,  ხანძარი „ძალიან საშიშია“ და ის ძლიერი ქარისა და სიცხის გამო კიდევ უფრო ძლიერდება. ათენში 45 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურა დაფიქსირდა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სიცხე მომავალი დღეების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი