მარათონი  Agile Spirit 2021-ს ფარგლებში

31 ივლისი 2021, 15:05 886 ნახვა

სენაკში Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მარათონი გაიმართა. გარბენი საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა.

სწავლების ხელმძღვანელებმა, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლება 6 აგვისტოს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში