მოქალაქეებს, რომელთაც აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ მწვავე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდათ, ვაქცინის შეცვლა შეეძლებათ

30 ივლისი 2021, 14:03 4502 ნახვა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვაქცინის მეორე დოზის მწარმოებლის შეცვლა იმ ადამიანებს შეეძლებათ, ვისაც პირველ ჯერზე გვერდითი რეაქციები დაუდგინდათ.

ჩხაიძის თქმით, გვერდითი მოვლენები იმუნიზაციის შესაბამისი ჯგუფის მიერ იქნება შეფასებული და მოქალაქეებს მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ ვაქცინის მეორე დოზის მწარმოებლის ცვლილება

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში ადმინისტრირებულია თითქმის 400 000 დოზა ვაქცინა და ალერგიული რეაქციების კასკადი, რომელსაც სჭირდება ჩანაცვლებითი დოზირება ძალიან ცოტაა, დაახლოებით სულ 2-3 ადამიანი. გვერდითი მოვლენების რაოდენობა მინიმალურია.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება ვაქცინების ჩანაცვლების თაობაზე მიიღება კომიტეტში მსჯელობის შედეგად, სადაც ბევრი ექიმია.

"თუ პირველი რეაქცია ხორციელდება რომელიმე ვაქცინაზე, იგივე ვაქცინა მეორე დოზად ვერ გამოიყენება.ალტერნატივა არის სხვა ჯგუფის ვაქცინა. მაგალითად თუ რეაქცია არის "ფაიზერზე", შეგვიძლია შევთავაზოთ ინაქტივირებული ვაქცინა ან "ასტრაზენეკა", თუ არის ინაქტივირებული ვაქცინაზე რეაქცია, შეგვიძლია თავისუფლად შევთავაზოთ "ასტრაზენეკა" ან "ფაიზერი".

 როდესაც, კატეგროულად იგივე ვაქცინის მეორე დოზა ვერ გაკეთდება, ეს არის პირველ დოზაზე მწვავე ალერგიული რეაქციის განვითარება, ანაფილაქსიური შოკი.

ჩვენთან საბედნიეროდ არ დაფიქსირებულა, თუმცა თუ მოხდა თრომბოემბოლიური გართულება "ასტრაზენეკას" პირველ დოზაზე აქაც ვერ მოხდება იგივე დოზის ადმნისტრირება"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი