შუახევის მუნიციპალიტეტში, ახალდაბა-წყაროთას მიმართულებით 2 215 მეტრ მონაკვეთზე სანიაღვრე არხების და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა დასრულდა.
ამ ეტაპზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტირებული საავტომობილო გზა ჭვანისა და ბარათაულის თემს უკავშირდება. ინფორმაციას საგზაო დეპარტამენტი ავრცელებს.