აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია „მეტრო სითისა“ და „ბათუმი მოლში“ იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის ელექტრონული ჯავშანი საჭირო არ არის.
ვაქცინაციის პროცესი დღეს 14:30 საათზე დაიწყება.
წინასწარი ჯავშნის გარეშე მოქალაქეები ჩინური ვაქცინით იცრებიან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ე.წ. ცოცხალი რიგები მოქმედებს.
აჭარაში ვაქცინა გაიკეთა 44 784 მოქალაქემ, აქედან ''ფაიზერი'' - 6524, ''ასტრაზენეკა'' - 6928 ''სინოვაკი'' - - 13 004 ''სინოფარმი'' - 18 328.