რამდენიმე კვირაა ძლიერ ხანძარს ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ეტაპზე 13 შტატში ხანძრის 85 აქტიური კერა ფიქსირდება. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. რთული ვითარებაა რეგიონში, სადაც დამწვარია 600 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია. საცხოვრებელი სახლები დაიწვა კალიფორნიის შტატში, სადაც მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია მიმდინარეობს.
მომდევნო დღეებში დასავლეთ და ცენტრალურ შტატებში ჰაერის მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, რაც ცეცხლის ჩაქრობას კიდევ უფრო გაართულებს.